დღეს, 23 ნოემბერს, 23:00 საათზე, პიანისტი ლექსო თორაძე ლონდონი-თბილისის რეისით ჩამოვა. ნიუ-იორკის, ჩიკაგოს, ბოსტონისა და ლოს-ანჟელესის შემდეგ ლექსო თორაძე თბილისში დაუკრავს.
29 და 30 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილსის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფონდი "იავნანა" მაყურებელს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის კონცერტზე იწვევს. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ბელგიის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტან მაჭავარიანი უდირიჟორებს.
კონცერტი საქველმოქმედოა და ამ დღეს განსაკუთრებით ელოდება 9-შვილიანი ოჯახი, რომელთაც სახლის გასაღები გადაეცემათ.
პროექტი ხორციედება თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
შესრულდება დიმიტრი შოსტაკოვიჩისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებები.