ბიძინა ივანიშვილის პრესსამდვინო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების სანაცვლოდ გაურკვეველი პირების მიერ თანხის დარიგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"პრესსამდივნოში შემოდის ინფორმაცია, გაურკვეველი პირების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის შესახებ. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების სანაცვლოდ არიგებენ თანხებს და იძლევიან სხვადასხვა დაპირებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი ქმედებები მიზნად ისახავს ივანიშვილის დისკრედიტაციას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ამ ფონზე ეცდებიან პროვოკაციების მოწყობას.
"ივანიშვილი მადლობელია ყველა იმ მოქალაქის, ვინც უანგაროდ, მოქალაქეობრივი სოლიდარობის გრძნობით მიიღო მონაწილეობა დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფების მიერ ორგანიზებული ხელმოწერების შეგროვებაში. იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ხელისუფლების მიერ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შემდგომი მცდელობები, გვინდა ვთხოვოთ საზოგადოებას _ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მოგვმართონ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 920993; 2 920973", - ნათქვამია განცხადებაში.