"ჩვენ ჩვენი რეგიონის სავაჭრო ეკონომიკური ცენტრი ვხდებით - ისევე როგორიც არის სინგაპური თავის რეგიონში, ისევე როგორიც არის დუბაი თავის რეგიონში. ეს ხდება საქართველო კასპიის ზღვის-შუა აზიის ქვეყნებისთვის", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დავით აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ აშენებული ახალი საცხოვრებელი უბნის გახსნაზე.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო ასეთი ცენტრი ხდება - სამხრეთ რუსეთისთვის, უკრაინისთვის, აზერბაიჯანისათვის და სომხეთისთვის.
"ის, რომ ამხელა ფული ჩაიდო აქ ეს ნიშნავს, რომ ინვესტორებს სჯერათ, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, რომ არის კარგი საინვესტიციო გარემო, რომ აქ ჩამოვა ძალიან ბევრი ტურისტი, და რომ ქართველები გამდიდრდებიან, რომ ქართველებს ექნებათ მეტი ფული და ეს არის ყველაზე მთავარი", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.