მომღერალმა ტეილორ სვიფტმა American Music Awards-ის სამი ჯილდო მიიღო, დაჯილდოების ცერემონიალი ლოს-ანჟელესში გაიმართა. Associated Press-ის ინფორმაციით, ტეილორ სვიფტმა ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მიიღო: "საუკეთესო ქანთრი-მომღერალი", "საუკეთესო ქანთრი-ალბომი", "წლის არტისტი".
ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, რომელიც პრეტენზიას ოთხ ნომინაციაში აცხადებდა, მათ შორის "წლის არტისტი", საბოლოოდ მხოლოდ ორი ჯილდო მიიღო - ნომინაციებში "საუკეთესო პოპ/როკ მომღერალი", "საუკეთესო პოპ/როკ ალბომი". ასევე ორი ჯილდო მიიღო ნიკი მინაჟიმ ნომინაციაში "საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ არტისტი" და "საუკეთესო ალბომი რეპ/ჰიპ-ჰოპ ჟანრში".
რიანა- R&B - საუკეთესო მომღერლად აღიარეს და ამ ჟანრის საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო გადაეცა. R&B საუკეთესო მომღერალი - ჯილდო აშერს გადაეცა - ნომინაციაში "პოპ/როკი".American Music Awards - გადაეცა ბუნო მარს (საუკეთესო შემსრულებელი) და "მარონ 5"-ს (საუკეთესო ჯგუფი) .
შეგახსენებთ, რომ American Music Awards-ის რიგით 39-ე დაჯილდოება 20 ნოემბერს შედგა.