დღეს, 23 ნოემბერს, დაბადებიდან 78 წელი შეუსრულდა. მწერალი, სცენარისტი ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი 1933 წლის 23 ნოემბერს თბილისში დაიბადა.
1957 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი, უმაღლესი სასცენარო კურსები გაიარა მოსკოვში.
იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი, საქართველოს ტელერადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი.
არის ავტორი წიგნებისა "ზარმაცი თაგუნას ამბავი", "ვანო და ნიკო". მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე. არის სხვადასხვა პრემიის ლაურეატი.