დღეს, 23 ნოემბერს, განახლებული და რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნება, ამის შესახებ 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"23 ნოემბერს მთელი რიგი სერია ღონისძიებებისა არის დაგეგმილი. მათ შორის რამდენიმე მათგანს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც. გაიხსნება რეაბილიტირებული და განახლებული უბანი. თბილისმა ამ უბნის ისტორიული სახე დაიბრუნა. ამ უბნის რეაბილიტაციაში უდიდესი ადამიანური რესურსია ჩადებული. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს ვინც 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს არის სრულიად ახალი აღმაშენებლის გამზირი, ძველი და ახალი სახით", - განაცხადა მანჯგალძემ.