გიგო გაბაშვილის უცნობი ნახატების გამოფენა და ალბომის "გიგო გაბაშვილი" პრეზენტაცია გაიმართა. თიბისი გალერეაში მხატვრის 20-მდე ტილო გამოიფინა, რომელთაგან უმეტესობა კერძო კოლექციებშია დაცული.
პროექტი "ქართული მხატვრობა" ხორციელდება ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ, თიბისი ბანკსა და ჟურნალ "ტაბულასთან" ერთად.
"წარმოგიდგენთ მეორე წიგნს სერიიდან "ქართული მხატვრობა". ეს გახლავთ გიგო გაბაშვილი. გიგო გაბაშვილის ნამუშევრის თანხლებით ხდება წიგნის პრეზენტაცია. "ქართული მხატვრობა" ესაა პროექტი, რომელსიც ყოველთვე თითო ახალ მხატვარს გთავაზობთ და ასე გაგრძელდება გაისადაც", - აღნიშნა გამომცემელმა გია ქარჩხაძემ.
როგორც "ჯი-იჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად მოხდება ცნობილი ქართველი მხატვრების ალბომების გამოცემა.
თიბისი გალერეაში გამოფენა 6 დღეს გაგრძელდება.