მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის საიუბილეო საღამო 11 დეკემბერს გაიმართება. როგორც ანსამბლის წევრმა თამაზ ბეჟანიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, კონცერტის ძირითადი პროგრამა უკვე შედგენილია.
"მიმდინარეობს პროგრამის დახვეწა. ძირითადი უკვე ვიცით, კონცერტზე ქართული, აჭარული, ხორუმი, ლაზური და აფხაზური ცეკვები შესრულდება. ასევე, იქნება სიახლეებიც, რადგან ყველაფერი ახალი რედაქციით კეთდება", - აღნიშნა ბეჟანიძემ.
კონცერტი ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ ანსამბლის ყოფილი მოცეკვავის, ფატმან კობალაძის ვარსკვლავი გაიხსნება.