შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი თამრიკო კორძაია ანსამბლთან ერთად საქართველოში კონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული მუსიკალური ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნინო ნახუცრიშვილმა განუცხადა, კონცერტი "თანამედროვე მუსიკის ფესტივალის" ფარგლებში ეწყობა.
"კონცერტი ფესტივალის ფარგლებში ეწყობა, სადაც ანსამბლთან ერთად მონაწილეობას ჩვენი სტუდენტებიც მიიღებენ. ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა ადგილზე მოეწყობა, მათ შორის თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე, ორი კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში ჩატარდება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" saubrisas ნახუცრიშვილმა.
შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების კონცერტები 12 დეკემბერს დაიწყება და 18-მდე გაგრძელდება.