თბილისის მერი გიგი უგულავა სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს შეხვდა, თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტები გააცნო და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნის: "ჩემი უფლებები და მოვალეობები" შესახებ ისაუბრა. აღნიშნული წიგნი 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზანად ისახავს მოზარდების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოექმნებათ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს.
2007 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის 34 სახელოვნებო სკოლას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტატუსად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი განესაზღვრა. თბილისის მერიის ინიციატიით, მოზარდებში ხელონების სხვადასხვა სფეროს შესწავლის მოტივაციის გაზრდისა და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერიამ 2009 წლიდან ნიჭიერი ბავშვებისა და მათი პედაგოგების დაფინანსება დაიწყო. ნიჭიერი ბავშვების გამოსავლენად ყოველწლიურად ფესტივალები და სხვადასხვა სახის კონკურსები ტარდება. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო წელს 680 ბავშვი და 405 პედაგოგი ფინანსდება. თითოეული ბავშვი და მისი პედაგოგი ყოველთვიურად 40 ლარის ოდენობის სტიპენდიას იღებს. ასევე ხელოვნების სკოლების პედაგოგებისთვის მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა და ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობენ.
სახელოვნებო სკოლებში ჩატარდა კაპიტალური რემონტი, მოხდა მათი გაზიფიცირება და თითოეული სკოლა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა 14-18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო: "ჩემი უფლებები და მოვალეობები" გამოსცა. წიგნის ავტორთა მიზანს მოზარდებს შორის სამართალდარღვევათა პრევენცია, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ასევე მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
წიგნში საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით და პრაქტიკული მაგალითების თანხლებით გადმოცემულია, თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოექმნებათ მოზარდებს გარკვეული ასაკის მიღწევისას, როგორ იცავს კანონი მათ უფლებებს ხელყოფისაგან და როგორია მათი პასუხისმგებლობა სამართლადარღვევების დროს. გამახვილებულია ყურადღება არასრულწლოვანთა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულ სამართალდარღვევებზე. წიგნში შეტანილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ადმინიტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის ნორმები, რომლებიც ეხება არასრულწლოვნებს. წიგნში მოცემული ინფორმაცია მნიშვნელოვანის, როგორც მოზარდისთვის, ასევე მისი მშობლისა და პედაგოგისთვის. შესაბამისად, საჭიროა თითოეული მათგან კარგად გაეცნოს სახელმძღვანელოს, რათა მოზარდების უფლებები იყოს დაცული და მათ კარგად გააცნობიერონ საკუთარი მოვალეობები. ჯანსაღი ახალგაზრდა თაობა ჯანსაღი საზოგადოების საწინდარია.