23-24 ნოემბერს საქპატენტის დელეგაცია ბელარუსის რესპუბლიკას ესტუმრება. საქპატენტის დელეგაცია თავმჯდომარის ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით ბელარუსის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრში შეხვედრებს გამართავს. ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს შორის.
იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსის რესპუბლიკა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ამ ქვეყნის შესამაბის სტრუქტურებთან თანამშრომლობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებში აქტუალურია.