ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის 161-ე სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა ღონისძიება "მომავალი თაბაქოს გარეშე~. შეხვედრის მიზანს თამბაქოს მავნებლობის შესახებ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირებულობა წარმოადგენდა.
ღონისძიება თსუ მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტებმა ჩააატარეს, თსუ რექტორის მრჩევლის მარინა ლომოურისა და უნივერსიტეტის პროფესორის გია ლობჟანიძის ხელმძღვანელობით.
ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წევრი თსუ სტუდენტები პერმანენტულად მართავენ მსგავსი შინაარსის შეხვედრებს. მომავალშიც თბილისის სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება.