თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაეპ ერდოღანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს.
„ასადმა საკუთარი ხალხისა და რელიგიის გულისთვის თანამდებობა უნდა დატოვოს", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, პრეზიდენტ ასადის ბრძოლა საკუთარი ხალხი წინააღმდეგ არის „სიმხდალე".
„რეგიონისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის უნდა გადადგე", - მოუწოდა ერდოღანმა ასადს სატელევიზიო ეთერში სიტყვით გამოსვლისას.
ეს თურქეთის მხრიდან პირველი მოწოდება იყო.