ხვალ, 23 ნოემბერს, განახლებული და რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნება, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მან ისაუბრა 23 ნოემბრის, რომელიც არის გიორგობის დღესასწაული და ვარდების რევოლუციის 8 წლისთავი დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც. მისი თქმით, რამდენიმე ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს. ღონისძიებების ნაწილი კი უკვე დაწყებულია.
"23 ნოემბერს მთელი რიგი სერია ღონისძიებებისა არის ადგეგმილი. მათ შორის რამდენიმე მათგანს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც. მნიშვნელოვანია რომ გაიხსნება რეაბილიტირებული და განახლებული უბანი. დამეთანხმებით უმნიშვნელოვანესია რეაბილიტური აღმაშენებლის გამზირი, თბილისმა ამ უბნის ისტორიული სახე დაიბრუნა. აუცილებლად უნდა ითქვაა, რომ ამ უბნის რეაბილიტაციაში უდიდესი ადამიანური რესურსია ჩადებული. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს ვინც 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს არის სრულიად ახალი აღმაშენებლის გამზირი, ძველი და ახალი სახით", - განაცხადა მანჯგალძემ.
მან ისაუბრა დღეს ქუთაისში დაგეგმილ ღონისძიებბეთან დაკავშირებითაც. მისი ინფორმაციით, ქუთაისში დღეს საფუძველი ჩაეყრება საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, გაიხსნება მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მთავრობის სახლი.
"ქუთაისში დღეს გაიხსნება მთავრობის სახლი სადაც პირველი მთავრობის სხდომა გაიმართება და მას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. მნიშვმნელოვანია ასევე გუშინ რიკოთის უღელტეხილზე განახლებული გვირაბი", - განაცხადა მანჯგალაძემ.