დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 26 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25 პროცენტს შეადგენს.