"ძალიან გვინდა, "ივერიელების" სახელით გამოვიდეთ, თუნდაც ერთი კონცერტი გავმართოთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუსიკოსმა ნუგზარ კვაშალმა.
"წლების გადის და მერე რა იქნება, კაცმა არ იცის. სიყვარული ჯერ კიდევ გვაქვს ერთმანეთის მიმართ და გვექნება ბოლომდე. გვინდა ამით ჩვენი მაყურებლის მიმართ სიყვარული გამოვხატოთ. რა თქმა უნდა, ყველა იუბილარის კონცერტზე "ივერია" იფიგურირებს, როგორც ძირითადი ჩვენი დიდი ხელოვნების აკადემია", - განაცხადა კავაშლმა.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა "ივერიელებმა" 4 ნოემბერს თემურ წიკლაურის იუბილეზე რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები წარმოადგინეს, სადაც ნუგზარ კვაშალმა დასარტყამ ისნტრუმენტზე 20 სიმღერა შეასრულა.