მეცნიერებმა წარმოადგინეს ექსპერიმენტის ახალი შედეგები, რომელმაც, შესაძლოა, ალბერტ აინშტაინის თეორია ეჭვქვეშ დააყენოს. მიღებული შედეგების მიხედვით, ნეიტრონის სუბატომური ნაწილაკები უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე მზის სინათლე. შესაბამისად, ეჭვის ქვეშ დგება აინშტაინის ფარდობითობის თეორიის სიზუსტე, რომელიც ქმნის სამყაროს შექმნის ძირითად საფუძვლებს.
თეორიის მიხედვით, სინათლის სიჩქარე არის აბსოლუტური და მისი გადაჭარბება შეუძლებელია. ექსპერიმენტი გლან სასოს ლაბორატორიაში ჩატარდა. მისი მიზანი იყო, შეემოწმებინათ ანალოგიური შედეგები, რომელიც უფრო ადრე მეცნიერთა სხვა ჯგუფმა მიიღო. იტალიელი მეცნიერის ფერნანდო ფერონის განცხადებით, საბოლოო სიტყვა მას შემდეგ იქნება ნათქვაი, რაც ანალოგიური გაზომვები სხვა ქვეყნებშიც ჩატარდება. თუ დასკვნები სხვა ექსპერიმენტებითაც დადასტურდა, მაშინ აღმოჩნდება, რომ ფარდობითობის თეორიის ავტორი და თანამედროვე ფიზიკის ფუძემდებელი ალბერტ აინშტაინი მართალი არ იყო. ახალი აღმოჩენა შესაძლებელს გახდის, გადაიხედოს ძირითადი თეორიები, რომლებიც კაცობირიობას კოსმოსის შესახებ უქმნის წარმოდგენას.