შაგალის სამ იშვიათ ნამუშევარს Sotheby's აუქციონზე გაიტანენ. ამ ნახატებზე სამი სხვადასხვა სინაგოგის ინტერიერია გამოსახული. ტილოებს იშვიათობას სძენს ის ფაქტი, რომ ცნობილია შაგალის მხოლოდ ექვსი დასრულებული , ზეთზე შესრულებული ნახატები ,სინაგოგების ან მათი ინტერიერის გამოსახულებით. სამი ფერწერის ღირებულება 1,6 მილიონი დოლარითაა შეფასებული. წინასწარი მონაცემებით, ყველაზე ძვირფასი შეიძლება 400 დან 600 ათას დოლარად გაიყიდოს.
როგორც Associated Press აუქციონის სახლის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება, სურათები სავაჭროდ არასოდეს გამოტანილა. მათ კოლექციონერი მაქს კოტინის შთამომავალი ყიდის, რომელმაც ტილოები 1945 წლის გამოფენაზე შეიძინა.
შაგალის ნახატები ნიუ-იორკში ისრაელისა და საერთაშორისო ხელოვნების აუქციონზე უნდა გაიყიდოს,რომლის გამართვა 14 დეკემბერს იგეგმება.