გურამ ოდიშარია ახალ პიესაზე მუშაობს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა და მწერალმა განუცხადა პიესა საზოგადოების სულიერებას ასახავს.
„პიესაში დღევანდელი საქართელო, დღევანდელი ყოფა, სულიერებისკენ სწრაფვა, გაწმენდის და სინდისთან დაკავშირებული თემები იქნება. თუ როგორ უნდ იცხოვროს ქართველმა, ხვალ, როგორ უნდა იყოს მისი ქვეყნა. იმიტომ რომ ჩვენ უამარავი პრობლემა გავქვს და ამ პრობლემას მხოლოდ ერთი რამ გადალახავს - ზნეობა, სინდისი, სხვანაირად არ შეიძლება მოხდეს", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" ოდიშარიამ.
მწერალს სიუჟეტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, როგორც თავად აცხადებს ყველაზე რთული დასაწერი სცენარია.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე გურამ ოდიშარიას მესამე პიესაა. მანამდე მან რეჟისორ გოგი ქავთარაძესთან ერთად იმუშავა, თუმცა მიზეზების გამო სპექტაკლი ვერ დაიდგა. შემდეგ კი თემურ ჩხეიძესთან ერთად 2005 წელს დაიდგა სპექტაკლი - „ზღვა რომელიც შორია". როგორც გურამ ოდიშარია იხსენებს, პიესა აფხაზეთის თემაზე სპექტაკლის დადგმის პროცესში რამდენჯერმე შეიცვალა. მწერალი ამბობს, რომ თემურ ჩხეიძესთან მუშაობამ მას თეატრი კიდევ ერთხელ სხვანაირად შეაყვარა.
„მიუხედავად იმისა, რომ მე თეატრალი ვარ, მხოლოდ თემურ ჩხეიძესთან მუშაობისას მივხვდი ბოლომდე მის არსს. ჩემი ოცნებაა, რომ თემურ ჩხეიძეს დავაინტერესო ახალი სცენარი, თუმცა თუ დრო არ ჰქონდა შეიძლება სრულიად ახალგარზდა რეჟისორმა დადგას. მთავარია რეჟისორი რომ წაიკითხავს, მან თქვას, რომ ეს ჩემი პიესააო", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" მწერალმა.
როგორც გურამ ოდიშარია აცხადებს, მისი სურვილია მისივე პიესაზე შექმნილი სპექტაკლი „რუსთაველის" ან „მარჯანიშვილის" სცენაზე დაიდგას, თუმცა სხვა თეატრებსაც არ გამორიცხავს.