კონდოლიზა რაისის მემუარებში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი კრემლში დაიგეგმა და კრემლმა განახორციელა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ საქართველო რუსეთის ომის დაწყების თაობაზე ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ბევრი იურიდიული დოკუმენტი არსებობს, რომელმაც შეისწავლა არსებული გარემოება. დოკუემენტები ადასტურებს, რომ ომის დაწყების ინტერესი საქართველოს არ ჰქონია", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, ზედმეტია ასევე საუბარი იმაზე, რომ პროვოცირება საქართველომ მოახდინა.
„საქართველოს მხრიდან ისეთი დიდი სახელმწიფოს გამოწვევა, როგორიც არის რუსეთი, ძალიან რთულია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.