დღეს, 21 ნოემბერს, 13:00 საათზე, მესტიაში დაცული საქართველოს საგანძურის გადასარჩენად კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც საგანძურის გაურკვეველი ბედით არიან შეწუხებულები.
სვანეთის საგანძური, რომელიც წლების განმავლობაში მესტიის ერთ-ერთ ტაძარში იყო დაცული, ამჟამად კონტეინერებში ინახება.
საქართველოს პატრიარქის წინადადებაა, საგანძური დროებით მაინც მესტიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადააბრძანონ, თუმცა, შეთავაზებაზე ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით უცნობია.