დღეს, 20 ნოემბერს 18:00სთ-ზე, ბიზნესცენტრ "DIDUBE PLAZA"-ში საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება.
აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ნახატები - "photo-art", წელიწადის დროების უნიკალური კოლექცია.
შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ფონდ "იავნანას" მიერ შერჩეულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. აუქციონს "იავნანას" ოჯახებიც დაესწრებიან.