მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საღვთისმსახურო საზეიმო ლიტურგიაზე, რომელიც მისი 65 წლის იუბილეს ეძღვნებოდა ცუდად გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მრევლი ელოდა, რომ რუსეთის პატრიარქი სამადლობელი სიტყვით მიმართავდა მათ, თუმცა ტაძრის ამბიონზე, რომელშიც ახლახანს ღვთისმშობლის სარტყელი ჩააბრძანეს კირილი არ გამოჩენილა.
"პატრიარქმა კირილმა თავი შეუძლოდ იგრძნო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი კარგადაა. იგი თავის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ჩაბრძანდა", _ განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ვიგილიანსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის 65 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები