ჩვენ, პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღსდგეს. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიე მეორემ რუსეთის პატრიარქ, კირილთან შეხვედრისას განაცხადა.
"ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ", - ბრძანა ილია მეორემ.
ილია მეორე და კირილი ერთმანეთს მაცხოვრის ტაძარში შეხვდნენ. სასულიერო პირებმა ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა. ის მონაწილეობას იღებს რუსეთის პატრიარქის 65-წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. უწმინდესი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან და აფხაზებთანაც გეგმავს შეხვედრას. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ილია მეორე წირვას აღავლენს.