ფინანსური პრობლემების გამო ტელეკომპანია "პირველი სტერეო" მაუწყებლობას წყვეტს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
"1 დეკემბრიდან ტელეკომპანია იძულებელული ხდება საქართველოში შეწყვიტოს მაუწყებლობა ფინანსური პრობლემების გამო. ამის მიზეზი გახდა "ტელეცენტრი"-ს მოთხოვნით, აღმასრულებლის მიერ კომპანიის ანგარიშის დაყადაღება მომსახურეობის დავალიანების ამოღების მიზნით. "ტელეცენტრი"-ს მიიმართ ტელეკომპანიის დავალიანება წარმოდგენილია 2008 წლის ომის შემდგომ და შეიცავს როგორც საჯარიმო დანარიცხებს, ასევე ომის დღეებში ვითომდა გაწეული მომსახურეობის საფასურსაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემები გორში და რამოდემინე სხვა ობიექტზე დარბეულ იქნა და მაუწყებლობა ვერ ხორციელდებოდა. ტელეკომპანიის სარეკლამო შემოსავლები დღეისათვის ვერ უზრუნველყოფენ ამ მოცულობის დავალიანების დაფარვას, ხოლო დაყადაღებული ანგარიში შეუძლებელს ხდის კომპანიის ფუნქციონირებას" - აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ტელეკომპანია "პირველი სტერეო" (პირველი 24 საათიანი სტერეოფონული მაუწყებლობა) ეთერშია 1997 წლის სექტემბრიდან. ტელეკომპანიის ეთერი ამჟამად მხოლოდ სარეკლამო ვიდეორგოლებს აქვთ დათმობილი.