დღეს, 20 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი მაცხოვრის სახელობის ტაძარში ერთობლივ წირვას აღავლენენ.
23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს კი - კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში აღავლენს წირვას და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგანხსენებთ, რომ უწმინდესი მონაწილეობას იღებს რუსეთის პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდება.