ჟურნალ Playboy-ს და სერიალ "მალიბუს გადამრჩენების" ვარსკვლავს, პამელა ანდერსონს და კანადელ კომიკოს რასელ პიტერსს სპეციალურ საშობაო შოუში იღებენ. როგორც მოსალოდნელი იყო შოუში იქნება ანიმაციური ჩანართები, კომედიური სკეჩები, მუსიკალური ნომრები. K
კანადელი კომიკოსის შოუ, პამელა ანდერსონის, სხვა ამერიკელი და კანადელი სახელგანთქმულების მონაწილეობით ეთერში 1-ელ დეკემბერს CTV არხზე გავა.
გავრცელებული ინფორმაციით, რასელ პიტერსის საშობაო შოუ განსხვავებული იქნება ყველა მსგავსი საზეიმო გადაცემისგან.
ამჟამად ანდერსონი აქტიურადაა ჩართული ცხოველების დაცვის მოძრაობაში და რეგულარულად იღებს მონაწილეობს რეკლამაში.
პამელას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი გახდა Nokia N8 სმარტფონის რეკლამა.
გარდა ამისა, 2009-2010 წლებში ანდერსონი მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის სატელევიზიო საშობაო პანტომიმაში და სხვა პროექტებში.