"ერისიონი" დღეს, 18 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მაყურებლის წინაშე ისინი ძველი რეპერტუარით წარდგებიან.
"ჩვენს ძველ რეპერტუარს წარვადგენთ. როგორც ყველა კოცნერტზე, ამჯერადაც იქნება რაღაც სიახლეები. მაგრამ თუ ძალიან კარგად არ ხარ ჩახედული ფოლკლორში, შეიძლება ვერც კი გაარჩიო, რა დაემატა", - აღნიშნა ჭკუასელმა.
კონცერტი ქართული ხელოვნების დღეების ფარგლებში ეწყობა.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლს გასტროლები დეკემბერში ყირგიზეთში აქვს დაგეგმილი.