ქართველ მწერალს, ჭაბუა ამირეჯიბს, დღეს, 18 ნოემბერს 90 წელი შეუსრულდა.
ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მისი ცნობილი რომანების "დათა თუთაშხია", "გორა მბორგალი", "გიორგი ბრწყინვალე". "დათა თუთაშხიას" მოტივებზე გიგა ლორთქიფანიძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1998) მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერ ი(2001), დაჯილდოებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. მისი ნაწარმოებები დაბეჭდილია ოცდაათ ენაზე.