დღეს, 18 ნოემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ლიტერატურისა და ფოლკლორისტის, მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსის" პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ერეკლე საღლიანი, გელა დაიაური, გიორგი ჩიტაური, სულთან ბორჩაშვილი, მექა ხანგოშვილი, მარიამ (სანათა) ხუცურაული, ტრისტან მახარაული, დავით წოწკოლაური და მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა გამოჩენილი წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
წიგნში მიმოხილულია XX საუკუნეში კომუნისტური ხელისუფლების მიერ აკრძალული სახელის _ გოგია ჭიჭოშვილის ბიოგრაფია, შეკრებილია მისი გახალხურებული ლექსები, რომლის საფუძველზე მეცნიერულადაა დამუშავებული ხალხური ეპოსის ლიტერატურული ვარიანტი - გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი.
გოგია ჭიჭოშვილი 1919 წელს ივრის ხეობის, სოფელ ლიშოში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში გაწვევას თავი აარიდა და ტყეში გასულმა შექმნა მცირე ჯგუფი, რომელიც საბჭოთა რეჟიმს უპირისპირდებოა. მან შური იძია და სიცოცხლეს გამოასალმა მიხა ხელაშვილის ერთერთი მკვლელი - მარცვალაშვილი. 1948 წელს, 29 წლის ასაკში იგი "ჩეკისტებმა" ილტოს ხეობაზე ღალატით მოკლეს და მისი სახელის ხსენებაც აკრძალეს.
გოგია ჭიჭოშვილი იყო მრავალმხრივ ნიჭიერი კაცი: წერდა ლექსებს, ხატავდა, უკრავდა რამდენიმე საკრავზე და მღეროდა.Mმიუხედავად ხელისუფლების შიშისა, მისი ლექსები ხალხში ზეპირი სახით მაინც ვრცელდებოდა და იმღერებოდა.