პოეტი ლია სტურუა ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწერილ ლექსებს წიგნად გამოსცემს. ამის შესახებ პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა. როგორც მან აღნიშნა წიგნის სათაურიც მოფიქრებული აქვს. ახალი კრებულის სახელწოდება იქნება "გაზაფხული შემემთხვა".
"ვმუშაობ წიგნზე, სადაც მინდა, ბოლო ორი წლის გამავლობაში შექმნილი ლექსები შევიდეს. უფრო ხშირად უსათაურო ლექსები მაქვს. მიჭირს სათაურის შერჩევა ლექსისთვის ან წიგნისთვის, მაგრამ ამაზე უკვე ვიცი. "გაზაფხული შემემთხვა", - ასე ვასათაურებ ახალ კრებულს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სტურუამ.
პოეტი მთლიანი შემოქმედების თავმოყრასაც გეგმავს, თუმცა კრებული სათაური ჯერ არ შეურჩევია. მასში შევა ყველა ის ლექსი, სონეტი და პროზაული ნაწარმოები, რომლებიც აქამდე სხვადასხვა დროს იყო გამოცემული.
"მინდა წიგნი გამოვცე, სადაც თავმოყრილი იქნება ყველაფერი - ლექსები, პროზა, ოღონდ რჩეული. ძალიან ბევრმა ჩემი სონეტები არ იცის, ამიტომ მინდა ყველაფერს ერთად მოვუყარო თავი. სახელი ჯერ არ დამირქმევია, ძნელია ერთი სათაური დაარქვა ამხელა წიგნს", - აცხადებსსტურუა.
სტურუას ბოლო წიგნი, სახელწოდებით "ზღვა დაკეტილია", 2009 წელს გამოიცა, 2011 წლის მაისში კი მისი 10 ლექსი პარიზში "ქართველი პოეტების ანთოლოგიაში" შეიტანეს.