2009 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა1.3 პროცენტით შემცირდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სები-დან აცნობეს, 2009 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა წინა თვესთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა და 5.2 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.
1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.