ხვალ, 18 ნოემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება Lლიტერატურისა და ფოლკლორისტის _ მიხეილ ღანიშაშვილის ახალი წიგნის "გოგია ჭიჭოშვილის ეპოსის" პრეზენტაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ_ ერეკლე საღლიანი, გელა დაიაური, გიორგი ჩიტაური, სულთან ბორჩაშვილი, მექა ხანგოშვილი, მარიამ (სანათა) ხუცურაული, ტრისტან მახარაული, დავით წოწკოლაური და მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა გამოჩენილი წარმომადგენლები.
ღონისძიება 18.00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
წიგნში მიმოხილულია XX საუკუნეში კომუნისტური ხელისუფლების მიერ აკრძალული სახელის _ გოგია ჭიჭოშვილის ბიოგრაფია, შეკრებილია მისი გახალხურებული ლექსები, რომლის საფუძველზე მეცნიერულადაა დამუშავებული ხალხური ეპოსის ლიტერატურული ვარიანტი-გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი.
გოგია ჭიჭოშვილი 1919 წელს ივრის ხეობის, სოფელ ლიშოში დაიბადა. Mმეორე მსოფლიო ომში გაწვევას თავი აარიდა და ტყეში გასულმა შექმნა მცირე ჯგუფი, რომელიც საბჭოთა რეჟიმს უპირისპირდებოა. Mმან შური იძია და სიცოცხლეს გამოასალმა მიხა ხელაშვილის ერთერთი მკვლელი-მარცვალაშვილი. 1948 წელს, 29 წლის ასაკში იგი ჩეკისტებმა ილტოს ხეობაზე ღალატით მოკლეს და მისი სახელის ხსენებაც აკრძალეს.
გოგია ჭიჭოშვილი იყო მრავალმხრივ ნიჭიერი კაცი: წერდა ლექსებს, ხატავდა, უკრავდა რამოდენიმე საკრავზე და მღეროდა . Mმიუხედავად ხელისუფლების შიშისა, მისი ლექსები ხალხში ზეპირი სახით მაინც ვრცელდებოდა და იმღერებოდაA.