სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველის, ჯაბა ქარჩავას დედის, გულნარა ხაბაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაწვრილებით არაფერს ეუბნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„ისინი გვეუბნებიან, რომ კონფიდენციალური ინფორმაციაა და დაწვრილებით ვერაფერს გეტყვითო. ამბობენ იმასაც, რომ ყველაფერი კეთდება და მიმდინარეობს მოლაპარაკებაო. ეს ვიცი მხოლოდ", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და ცოტა თანხამ დაიწია.
„რამდენად მართალია არვიცი. წუხელ ეს ინფორმაცია ტელევიზორში მოვისმინე. მე არ მეუბნებიან დაწვრილებით არაფერს", - აღნიშნა ქარჩავამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანიამ waagacusub.TV -სომალიში დატყვევებული 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის ვიდეო კადრები გავრცელდა. ქართველი მეზღვაურები ტყვეობაში უკვე 15 თვეა იმყოფებიან. კადრები Youtube-ზე 2011 წლის 10 ნოემბერს არის განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ სომალელმა მეკობრეებმა ბერძნული კომპანიის გემი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, 2010 წლის სექტემბერში დაატყვევეს.
http://www.youtube.com/watch?v=1WuxK_OHAUU&feature=player_embedded