17 ნოემბერს, დუშეთის კულტურის სახლში ვაჟა-ფშაველას ერთერთი ნაწარნოების მიხედვით გაიმართება სპექტაკლი, რომელიც პედაგოგის _ნანა კაიშაურის ხელმძღვანელობით დაიდგა და მასში მონაწილეობას ამავე სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.
სპექტაკლი 14.00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დუშეთის მოსახლეობასთან ერთად დაესწრებიან.
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით 2011 წელი ვაჟას წლად არის გამოცხადებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ იუბილესთან დაკავშერებით გამოაცხადა კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო დუშეთის პირველმა საჯარო სკოლამ.