მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინი" მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე - "ცხოვრება მშვენიერია" - კონცერტს გამართავენ. როგორც მომღერალმა"ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რუმინეთში დღეს გაფრინდება.
"მსოფლიო მუსიკის ფესტივალი "ცხოვრება მშვენიერია" რუმინეთში უკვე წლებია ტარდება. მე და ჯგუფი "შინი" კონცერტს 17 ნოემბერს, ოპერეტის თეატრში გავმართავთ. პრესტიჟულ დარბაზში წარვადგენთ ქართულ პოლიფონიას, მსოფლიო მუსიკის ელემენტებით ქართულ ტრადიციულ სიმღერებსაც, მათ შორის დავით თორაძის რომანსს "დღე პირველი, დღე უკანასკნელიდან", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინი" 3 წლის წინ გაერთიანდნენ. ჯგუფი გერმანიაში მოღვაწეობდა. ქართველი ჯაზშემსრულებელთან გაერთიანების იდეა თამარ ჩხეიძეს ეკუთვნის. "შინის" და მაია ბარათაშვილის დებიუტი გერმანიაში შედგა. მათზე რეჟისორ გიორგი კიკალიშვილის და საზოგადოებრივმა არხის ორგანიზებით ფილმიც გადაიღეს.