პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება. შესაბამისი ინიციატივა "ქრისტიან-დემოკრატებს" ეკუთვნის. ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო საათზე შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და ენერგეტიკისა და ბუნერბრივი რესურსების მინისტრის ალექსანდერ ხეთაგური არიან მიწვეული.
როგორც ბიუროს სხდომის შემდეგ ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრთან მთავარი შეკითხვა შეეხება იმას, თუ რა კეთდება უწყებაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის.
"შენდება ფეშენებელური საავადმყოფოები, მაგრამ ისინი მუზეუმებისაგან არაფრით განსხვავდება, რადგან მოსახლეობისათვის ჯანდაცვა მაინც ხელმიუწვდომელი რჩება", - განაცხადა ვეფხვაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატები" იმითიც დაინტერედებიან, თუ რატომ დაასრულეს სადაზღვევო კომპანიებმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვე ზარლით და რატომ არიან უკმაყოფილონი ექიმებიც და პაციენტებიც.
რაც შეეხება ალექსანდრე ხეთაგურს, ვეფხვაძის განცხადებით, მასთან უპირველესი შეკითხვა გრანდიოზული ჰესების მშენებლობას შეეხება, რომელთა აშენებაზედაც, თავის დროზე, საბჭოთა მმართველობამაც კი უარი თქვა.