"ლორეალ-იუნესკოს" პროგრამის "ქალებისათვის მეცნიერებაში" ფარგლებში მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ის ხუთი მეცნიერი-ქალი დასახელდა, რომლებმაც ცხოვრების შესახებ მეცნიერების სფეროში 2012 წლის "ლორეალ-იუნესკოს" პრემია მიიღეს. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" იუნესკოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
კანდიდატების წარდგენაში ამ პრემიის მისაღებას დაახლოებით ათასი მეცნიერი მონაწილეობს. ისინი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები არიან. ამის შემდეგ საერთაშორისო დამოუკიდებელი ჟიური, რომელსაც პროფესორი, მედიცინის სფეროში 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ ბლოგელი ხელმძღვანელობს ხუთ ლაურეატს არჩევს.
პრიფესორი ბლოგელი აღნიშნავს, რომ "2012 წლის პრემიის ლაურეატების მუშაობამ ხელი შეუწყო ჯანმრთელობის ისეთი საკითხებისადმი წვდომას როგორებიცაა დიაბეტი, ეპილეფსია, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.
ცხოვრების შესახებ მეცნიერების სფეროში 2012 წლის ლაურეატები გახდნენ: აფრიკა და არაბული ქვეყნები - პროფესორი ჯილ ფერანტი (კეიპტაუნის უნივერსიტეტი). აზია/წყნარი ოკეანის რეგიონი - პროფესორი ინგრიდ შეფფერი (მელბურნის უნივერსიტეტი). ევროპა - პროფესორი ფრენსის ეშკროფტი (ოქსფორდის უნივერსიტეტი). ლათინური ამერიკა - პროფესორი სუსანა ლოპესი (მექსიკის ნაციონალური უნივერსიტეტი კუერნავაკა). ჩრდილოეთ ამერიკა - პროფესორი ბონი ბასლერი (პრისტონის უნივერსტეტი).
თითოეული ლაურეატი მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის პრემიის სახით 100 000 აშშ დოლარს მიიღებს.
ჟიურის შემადგენლობაში შედის გამოჩენილი 18 მეცნიერი. "ლორეალ-იუნესკოს" პრემიის ჟიურის 2005 წლიდან პროფესორი, მედიცინის სფეროში 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნტერ ბლოგელი ხელმძღვანელობს. ამას გარდა, ჟიურიში ასევე არიან: მედიცინის სფეროში 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კრისტიან დე დუვე, რომელიც ამ პრემიის დამფუძნებელია. ირინა ბოკოვა - იუნესკოს გენერალური დირექტორი და საპატიო პრეზიდენტი.
"ლორეალ-იუნესკოს" პრემია 1998 წელს დაარსდა. სულ დაჯილდოებულია 72 კანდიდატი - გამოჩენილი ქალი მეცნიერი. მათგან ორი შემდგომშ ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა.