ისრაელი მსოფლიოს ირანის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს. როგორც ისრაელის საგაო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დღეს (13.11.11) ისრაელის მთავრობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებას განიხილავს.
„მასში მოყვანილია დადასტურება იმისა, რომ ირანი ატომურ იარაღზე მუშაობს. შესაბამისად, სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. საერთაშორისო საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს ირანის ატომურ შესარაღებას, რომელიც რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში მშვიდობას უქმნის საფრთხეს"", - აღნიშნულია განცხადებაში.