ნატო ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და არალეგიტიმურად მიიჩნევს. განცხადება ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
"მსგავსი არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებას. ალიანსი კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", _ განაცხადა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ამომრჩეველთა ხმების 50 % ვერც ერთმა ე.წ. კანდიდატმა ვერ დააგროვა. შედეგების მიხედვით ცხიბვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი მიიღებენ.