რუსეთის ლიბერალურ -დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი კომის რესპულიკაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა. რესპუბლიკა კომის ხელმძვანელმა ვიაჩესლავ გაიზერმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი რესპუბლიკაში მანამ იქნება არასასურველი პერსონა, ვიდრე რესპუბლიკის მისამართით გამოთქმული აზრის გამო ბოდიშს არ მოიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჟირინოვსკიმ 7 ნოემბერს გამართული ტელედებატების დროს რუსეთის ფედერაციის რეგიონებში რუსი ეროვნების მოსახლეობის დაჩაგრულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ჟირინოვსკი აცხადებდა, რომ რესპუბლიკა კომიში რუსი ეროვნების მოსახლეობა იჩაგრება.
"ამიერიდან ჟირინოვსკი რესპუბლიკა კომის აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის პერსონა ნონ-გრატადაა მიჩნეული და ეს მანამ გაგრძელდება ვიდრე ჟირინოვსკი რესპუბლიკის მოსახლეობის მიმართ ბოდიშს არ მოიხდის", _ აცხადებს გაიზერი.
მასალის გამოყენების პირობები