პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაზე კომენტირებისგან თავს იკავებს.
"პატრიარქის განცხადებაზე პოლიტიკურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე მასთან მაქვს ჩემი ადამიანური დამოკიდებულება, პატრიარქის განცხადებაზე პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ შემიძლია", - აღნიშნა ბაქრაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიაჩნია, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიენიჭოს. ამის შესახებ პატრიარქმა გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.