სვანეთის რეაბლიტაციის ფარგლებში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რენოვაცია მიმდინარეობს. ახალი მუზეუმის გახსნამდე უნიკალური ექსპონატები დროებით ადგილსამყოფელში შეინახება. ადგილობრივმა გამგეობამ ექსპონატებისთვის მესტიის ცენტრში ორსართულიანი შენობა გამოყო.
ცნობისთვის, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სრული რენოვაცია ზაფხულის შემდეგ მიმდინარეობს, რის გამოც სამუზეუმო კოლექცია სპეციალურ კლიმატ კონტორლის კონტეინერში ინახებოდა, თუმცა მათი ვადის ამოწურვის გამო ეგზემპლარები შესაბამის შენობაში გადაიტანეს. სვანეთის მუზეუმის უძველესი კოლექცია ახალ საექპოზიციო სივრცეში სწორედ იმ ადგილზე გამოიფინება, რომლის სარემონტო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ორსართულიანი შენობა უსაფრთხოების დაცვისა და სტაბილური კლიმატის თვალსაზრისით ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომელიც ექსპონატებს ესაჭიროება.