დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და რეგიონებში მათი ბინებთ დაკმაყოფილება გრძლდება. სახელმწიფოს დახმარებით, ამჯერად ახალაშენებულ ბინებში აფხაზეთიდან დევნილი 48 ოჯახი, 207 ადამიანი იცხოვრებს.
ფოთში, მალთაყვის უბანში დევნილებისთვის 2 ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებული ბარაკებში მცხოვრები დევნილები გადავიდნენ საცხოვრებლად. "კემპინგების" დასახლებაში, 1-2 სართულიან ხის "ბარაკებში" დევნილბი წლების განმავლობაში ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. დღეიდან კი 207 ადამიანი საკუთარ, ახალაშენებულ, კომფორტულ ბინებში იცხოვრებს.
როგორც ახალმოსახლეები აცხადებენ, ასეთ პირობებს ნამდვილად არ ელოდნენ და არც სჯეროდათ, რომ სახელმწიფოსგან საჩუქრად ბინას მიიღებდნენ.
"აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ ბარაკებში მცხოვრობ, 5 სული ვართ და იქ ერთი პატარა ოთხი გვქონდა. ზამთარში ძალიან გვიჭირდა. რადგან სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა და ოთახს ვერაფრით ვათბობდით. ძალიან გაჭირვებით ვცხოვრობდით. აქ სულადობის მიხედვით 2 ბინა მივიღეთ - ერთოთახიანი და ოროთახიანი. აფხაზეთის მერე ვერ წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი ბინა მეღირსებოდა. ძალიან გახარებულები ვართ, ჩემი ოჯახიც და ყველანი, ვინც აქ გადმოვედით. ნორმალურად შეგვიძლია დავიძინოთ, ბავშვებმა იმეცადინონ და სტუმრებიც მივიღოთ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ შვილები ძალიან გახარებულები არიან ", - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი დინარა გოგოხია.