მთელი ღამის განავლობაში გადაუღებლად თოვდა თბილისში. დედაქალაქის ზოგიერთ უბანში თოვლის საფარი 5 სმ-ია. თოვს დასავლეთ საქართველოშიც. ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი და არამდგრადი ამინდი 17 ნოემბრამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, დღეს თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ტემპერატურის მატება კი 18 ნოემბრიდანაა მოსალოდნელი.
"ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გავრცელებას იწყებს ცივი ჰაერის მასები, რაც იწვევს აღმოსვლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე თოვას, მათ შორის თბილისშიც. დასავლეთ საქართველოში იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი", - აცხადებს სინოპტიკოსი თამარ გულედანი
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რიკოთის უღელტეხელიზე გზის გაწმენდითი სამუშაოები, სადაც მოძარაობა გვრაბის გავლით ხორციელდებოდა. ამჟამად გადაადგილება შემოვლითი გზითაც შესაძლებელია. უხვი ნალექის გამო შეზღუდვებია დაწესებული ჯვრის უღელტეხილზე, სადაც მისაბმელიანი ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებით ხორციელდება. ნაქერალას უღელტეხილზე კი მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.