დღეს, 14 ნოემბერს, 11.00სთ-ზე იუსტიციის სამინისტროს 53-ე სკოლის მოსწავლეები ესტუმრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ისინი უწყებაში განხორციელებულ პროექტებსა და სიახლეებს გაეცნობიან, სპეციალურად მათთვის მომზადებულ პრეზენტაციებს მოისმენენ და ფილმ „მომავლის საქართველოს" ნახავენ, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ ცვლილებებს ასახავს.
სამინისტროს უწყებებში მიმდინარე სიახლეების მოსწავლეთათვის გაცნობა იუსტიციისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი პროექტის „ჩვენი საზოგადოების" ფარგლებში ხორციელდება.