დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდება. მხარეები საგადასახადო კუთხით უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ბიზნესომბუდსმენი, რომელიც ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს და კანონმდებლებს პრაქტიკაში დაგროვილ პრობლემებს გააცნობს. სხდომას დაესწრება შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე, რომელიც ახალ ინიციატივაზე იმსჯელებს. კერძოდ, მცირე ბიზნესისთვის შესაძლოა ალტერნატიული გადასახადიც დაწესდეს.
მცირე ბიზნესი წლიური ბრუნვის მიხედვით იბეგრება, ახალი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში კი, მცირე ბიზნესს არჩევნის ფიქსირებულ გადასახადზე გაკეთებაც შეეძლება. ფიქსირებული გადასახადის შესაძლო შემოღების თემა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში განხილულ იქნა შემოსავლები სამსახური ხელმძღვანელთან შეხვედრისას.