ტელეკომოანია „თრიალეთსა" და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას შორის დავა გრძელდება.
ტელეკომპანია კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას სრულ უნდობლობას უცხადებს და მორიგ განცხადებას აქვეყნებს.
ჯი-ეიჩ-ენი განცხადების ტექსტს უცველელად გთავაზობთ:
სრულ უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას!
წერილის დასაწყისშივე ვაცხადებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს და მისი საქმიანობა ხშირად სცილდება კანონის ფარგლებს.. კომისიას მართავენ დავით კეზერაშვილის ახლობლები: კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, კომისიის წევრი სოფიო ბრიტანჩუკი და სხვები...
კომისიის ძირითადი მიმართულება არის, ტელეკომპანიებზე მოახდინოს უკანონო გავლენა და დაარეგულიროს და შეძღუდოს მათი თავისუფლების ხარისხი.
მარეგულირებელი კომისია შერჩევით ურთიერთობს ტელევიზიებთან. იგი ვერ ამჩნევს კანიონდარღვევას და პირიქით, იცავს და ხელს უწყობს, ხელისუფლების კონტროლირებად ტელევიზიებს, სამაგიეროდ ყოველდღიური ზეწოლის და წნეხის ქვეშ ყავთ ხელისუფლების არ მოსაწონი ტელევიზიები.
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" განიცდის სხვადასხვა სახის ზეწოლას კომისიისგან... კომისიამ, ხელისუფლების დავალებით სრულიად უკანონოდ ჩამოართვა "თრიალეთს" მეორე სატელევიზიო სიხშირე.
კომისია არ გვაძლევს თბილისში და სხვა რეგიონებში მაუწყებლობის გაფართოების საშუალებას.
კომისია არ ახდენს ჩვენი ლიცენზიის მოდიფიცირებას და არ გვიცვლის სიხშირეს, ისევე როგორც მოახდინა რუსთავი 2-ის სიხშირის შეცვლა გორში. კომისია დაუფარავად აცხადებს, რომ კანონით გეკუთვნით, მაგრამ არ შეგიცვლით სიხშირესო.
ჩვენგან ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნის ერთერთ წერილში, ნახსენები იყო, რომ ისევე მოეხდინათ სიხშირის შეცვლა, როგორც მოხდა, მანამდე ირაკლი ჩიქოვანის მფლობელობაში და ამჟამად მისი მეგობრის კომპანია, რუსთავი 2-ის შემთხვევაში. ირაკლი ჩიქოვანი, საკითხის მოგვარებაზე მოტყუებით ჩაყვანილ, "თრიალეთის" დირექტორს დაემუქრა, რომ ამ წერილის გამო ქუჩურად აგებინებდა პასუხს.
კომისიამ გასულ წელს გაფრთხილება გამოუცხადა "თრიალეთს" ფოსტით გაგზავნილი ანგარიშების დაგვიანების გამო. "თრიალეთმა" კომისიას წარუდგინა ფოსტის ქვითრები, მაგრამ კომისიამ განაცხადა, რომ არ გვაინტერესებს.. გასაგებია, ფოსტამ დააგვიანა, მაგრამ თქვენ გაგებინებთ პასუხსო.
მიმდინარე წელსაც მისცა კიდევ ერთი უკანონო გაფთხილება კომისიამ "თრიალეთს", როდესაც ბრიტანჩუკის მუქარანარევი წერილით ითხოვდნენ, ტელევიზიას, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 15 დღისა, 5 დღეში წარედგინა, არა ინფორმაცია, როგორც კანონშია მითითებული, არამედ დაახლოებით 200 DVD დისკზე ჩაწერილი ტელევიზიის გადაცემები, რაც არანაირად არ მოესწრებოდა 5 დღეში. ეს კი იცოდა კომისიამ, მაგრამ მას ხომ გაფრთხილება უნდოდა ჩვენი და გაგვაფრთხილა კიდეც.
ჩვენ, კი გავასაჩივრეთ ეს საკითხი სასამართლოში, უკვე რამდენიმე თვეა, მაგრამ მათ ალბათ, ჯერ არ მიუღიათ სასამართლოს გამართვის ნებართვა და არც რამეზე დაგვკავშირებიან.
ბატონო ირაკლი და კომასიავ. მე მინდა პასუხი გავცე თქვენს მიერ გავრცელებულ ცილისწამებაზე ტელეკომპანია "თრიალეთის" თუ ჩემს მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ არ არის მართებული ცრუ წერილის კომისიის ოფიციალურ საიტზე განთავსება, თუმცა, თქვენ ხომ ყველაფრის უფლება გაქვთ...
თქვენ აცხადებთ, რომ კომისიამ შეამოწმა არა ტელეკომპანია "თრიალეთი", არამედ მისი სხვა ლიცენზია. გეთანხმებით, თქვენ შეამოწმეთ სხვა ლიცენზია, მაგრამ იმიტომ შეამოწმეთ, რომ ტელევიზიაზე მოგეხდინათ ზეწოლა...
კანონიერი იყო, ჩართული კამერით (სურათს თან ვურთავთ), ყოველგვარი საბუთისა და მიმართვის გარეშე ტელევიზიაში შეჭრა? ფიქრობთ, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ?
როცა, როგორც გჭირდებათ, ისე უნდა ამოწმებდეთ საკაბელო ტელევიზიებს? როცა თქვენს ბიზნესს სჭირდება, მაშინ უნდა ითხოვდეთ ხელშეკრულებებს?
გახსოვთ, ბატონო ჩიქოვანო და კომისიავ, კომისიის მიერ საკაბელოების შეკრებაზე, თქვენ გამოგვიცხადეთ, რომ არ გაგვეშვა რუსული საინფორმაციო არხები და სამაგიეროდ თვალს დახუჭავდით ხელშეკრულებების გაფორმებაზე.. არის ეს გარიგება სერიოზული? არის ეს ნორმალური და კანონიერი?
ახლა სთხოვთ საკაბელოებს ხელშეკრულებებს? ახლა, როცა თქვენ დაგჭირდათ ხელშეკრულებების დაძალება, რომ აიძულოთ GMG-ის არხები ჩართონ საკაბელოებმა და ამით თქვენი შავი შემოსავლები გაზარდოთ?
რატომ არ თხოვთ კანონის დაცვას თქვენს მეგობარ ტელევიზიებს, კანონდარღვევით რომ უშვებენ ერთ საათში 40 წუთი რეკლამას? რატომ ხდება კანონით გათვალისწინებული ქრონომეტრაჟის გადაჭარბება? რატომ ხუჭავთ თვალს მთელი კომისია?
და ჩვენ ვარღვევთ კანონს და თქვენ კანონს იცავთ?
თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება სხვას კანონის დაცვაზე მიუთითოთ. ჯერ თქვენ უნდა იყოთ კანონის დამცველი, და არა მრავალგზის დამრღვევი.
ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.
ჩვენ ვერ ვენდობით იმ კომისიას, რომელსაც კეზერაშვილის ნათესავი (კეზერაშვილის მეღლეც ჩიქოვანია) მის გავლენის ქვეშ მყოფი ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს და განკარგავს, ასევე კეზერაშვილის ახლობელი სოფიო ბრიტანჩუკი. ბრიტანჩუკის მეუღლე ნოდარ ჭარხალაშვილი კეზერაშვილის პარტნიორია კომპანია "უაიდ დისტრიბუშენში". სწორედ მისი სახელით წაართვეს "ობიექტივს" სატელევიზიო სიხშირე.
ვერ ვენდობით კომისიას, რომლის თავმჯდომარე იყო რუსთავი 2-ის დირექტორი და მფლობელი და უცებ, კანონსაწინააღმდეგოდ ხდება კომისიის თავმჯდომარე და თავის საქმიან პარტნიორს გადააბარებს ტელევიზიას.
კომისიას, რომლის თავმჯდომარეზეც ამბობენ, რომ აკონტროლებს უამრავ ბიზნესს, როგორიცაა: "მაგი სტილი", "მაგი სტილი მედია", სამშენებლო საქმიანობა, "მედია ჰაუსი", outdoor.ge სარეკლამო კომპანია, რომელიც აკონტროლებს გარე რეკლამას, რეკლამას მეტროში და ტელევიზიაში.
აი ეს ხართ თქვენ და ესაა თქვენი კომისია... მართლაც ამდენ რამეს აკონტროლებთ და ალბათ სხვა ყველაფერიც თქვენი გგონიათ და "თრიალეთი" რომ არაა თქვენი და თქვენი ზემდგომი მეგობრების, ამიტომაც გინდათ რომ გაგვაუქმოთ და ლიცენზია აღარ გაგვიგრძელოთ. მაგრამ, იცოდეთ რომ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და ბოროტება მარცხდება! მოვა დრო და კანონი იკანონებს...
ბატონო ირაკლი, ტექსტის სიდიდის გამო მთლიანად ვერ გწერთ სხვა ინფორმაციებს, და შეიძლება უფრო საინტერესოსაც. დაგელოდებით, თუ კიდევ რა წერილს განათავსებთ და კიდევ როგორ გამოიყენებთ თქვენს საიტს "თრიალეთის" წინააღმდეგ და მერე გაქცემთ პასუხს და მოგწერთ დანარჩენ ინფორმაციას...
ან იქნებ ისევ ქუჩური გარჩევა გადაწყვიტეთ? თუ კი ეს ასეა, მაშინ ეგეც დამიწერეთ კომისიის საიტზე.
და ბოლოს, კომისიას მივმართავ, რომ მოიქცეთ კანონიერად, თორემ ვფიქრობ, რომ დადგება დრო, როდესაც ქიტოშვილის მსგავსად, მარტო თავმჯდომარეს არ ჩასვამენ ციხეში და თანამონაწილეები და ხელისშემწყობებიც აგებენ პასუხს.
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სახელით, ბადრი ნანეტაშვილი.