თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად ნანგრევების ქვეშ მოყოლითა ძებნა შეწყვიტა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით ვანის პროვინციაში ოთხშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ მაშველები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობას ამავე რაიონში მომხდარი მიწისვძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარებოდნენ.
პირველი მიწისძვრა ვანის პროვინციაში 23 ოქტომბერს მოხდა და მისმა სიძლიერემ 7.2 მაგნიტუტა შეადგინა. დაიღუპა 600-ზე მეტი ადამიანი. ათასობით კი უსახლ-კაროდ დარჩა.