ოფიციალური დამასკო არაბული ქვეყნების ლიგის სახელმწიფოებს სირიაში შექმნილი ვითარების განხილვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მკაცრად იცავს ლიგის ინიციატიავს ქვეყნაში მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით სირიის ხელისუფლება მზად არის ქვეყანაში ლიგის დამკვირებლები მიიწვიოს.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება სირიისთვის ორგანიზაციის წევრობის შეჩერების შესახებ.
აშშ-მ და ევროკავშირმა ლიგის გადაწყვეტილება მოიწონეს.